აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა – ის ამბობს, რომ შეთანხმდნენ „მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებაზე”.
ტრამპი ამბობს, რომ საუბარი იყო „ხანგრძლივი და პროდუქტიული”. მისი განცხადებით, საუბრის დროს აღნიშნეს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ, მათ შორის განიხილება ერთმანეთთან ვიზიტები.
„ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დაიწყებენ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ და ამას დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვით, რათა მას ამ საუბარზე მივაწოდოთ ინფორმაცია”, – ამბობს ტრამპი.
ტრამპის ცნობითვე, უკვე დაავალა მის წარმომადგენლებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, რომ მოლაპარაკებებს გაუძღვეს.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ის დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, განიხილეს შესაძლებლობები, როგორ მიაღწიონ მშვიდობას და იმსჯელებს მათ მზადყოფნაზე ერთად მუშაობისთვის.
„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად” – აღნიშნავს ზელენსკი.
ტრამპის თქმით, ზელენსკის პარასკევს გერმანიაში, მიუნხენში შეხვდება – აშშ-ის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდება.