ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: არსებობს მომენტი, როცა ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მალე უნდა იქნას მიღებული.

„ვფიქრობ, უკრაინა და რუსეთი კარგად შეიძლება მიდიოდნენ და ამას მალე გაიგებთ. არსებობს მომენტი, როცა უნდა იმოქმედო ან გაჩუმდე. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, კარგად მიდიან“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპის ამ განცხადებამდე აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უოტკოფი პუტინთან შესახვედრად რუსეთში იმყოფებოდა.

ტრამპმა 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

გამოცემა Axios-ს ცნობით, თუკი თვის ბოლოს არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შესაძლოა, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.

თურქული მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლები 15-16 აპრილს ანკარაში გამართავენ მოლაპარაკებას.