ტრამპი Time-თან ინტერვიუში: ყირიმი რუსეთს დარჩება

პუბლიკა

TIME-თან ინტერვიუში, რომელიც 22 აპრილს ჩატარდა, თუმცა დღეს გამოქვეყნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“. ამ ინტერვიუში მან თქვა, რომ ომის დაწყების მიზეზი უკრაინის მიერ ნატოში გაწევრების სურვილი გახდა:

„ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი იყო, როდესაც მათ ნატოში გაწევრებაზე დაიწყეს საუბარი“, – თქვა მან.

ტრამპი ამბობს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება“ და ყველას ესმის, რომ ყირიმი დიდი ხანია მათთანაა. მან გაიმეორა, რომ ყირიმი რუსეთს „გადასცა“ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ:

„მაგრამ ყირიმი გადასცა ობამამ. ჩემს დროს მისცემდნენ ყირიმს, როგორც ეს ობამას დროს მოხდა? არა, ასეთი რამ არასდროს მოხდებოდა ჩემს დროს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“.

ამ ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა პრეზიდენტი ის რომ ყოფილიყო.

გუშინ ტრამპმა ანექსირებული ყირიმის საკითხზე განაცხადა, რომ „ამასთან არაფერი ესაქმება“. მისივე განცხადებით, ყირიმში ომი არ ყოფილა, ამიტომ მისი უკრაინისთვის დაბრუნება ძნელი იქნება.