აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სჯერა, სრული ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად, სავარაუდოდ, „ძალიან მალე“ მოხდება.
„ვაპირებთ, რომ ძალიან მალე გვქონდეს ცეცხლის სრული შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის ომში“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულებაზე ორ ქვეყანას შორის მიწის გაყოფის შესახებ.
„ჩვენ ვაპირებთ გვქოდნეს შეთანხმება და შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, შეთანხმება მიწების გაყოფაზე და ასე შემდეგ. სანამ ვსაუბრობთ, ეს განიხილება“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპს ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტთებთან. მან განაცხადა, რომ დაჟინებით ცდილობს ომის დასრულებას მკვლელობების შესაჩერებლად და აშშ-ის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დახარჯული თანხების დაზოგვის მიზნით.
18 მარტს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ, პუტინმა სამხედროებს უბრძანა, 30 დღით შეაჩერონ დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თუმცა რუსეთი 30 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდა. მოლაპარაკებების დროს პუტინმა ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.
მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინამაც და რუსეთმაც განაცხადეს თავდასხმებზე. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი ამბობს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინის ომზე კვირას გაიმართება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში.
ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ სწამთ, ამერიკის ხელმძღვანელობის ქვეშ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება.