ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.2 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის გრანტებს უყინავს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ ჰარვარდის კამპუსის ტერიტორიაზე აქტივიზმი შეეზღუდა.

ჰარვარდი მე-7 საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის წინააღმდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ ნაბიჯები გადადგა. შვიდიდან ექვსი კოლეჯი აივი ლიგის უნივერსიტეტია.

გასულ კვირას უნივერსიტეტმა წერილი მიიღო, რომელშიც პოლიტიკის ნაწილში დამატებითი მოთხოვნები იყო წარმოდგენილი.

ადმინისტრაციის წერილში ნახსენები იყო ჰარვარდის თანასწორობისა და ინკლუზიური პროგრამების აღმოფხვრა და კამპუსზე პროტესტებზე ნიღბების აკრძალვა. ასევე, სტუდენტების ჩარიცხვის რეფორმები და იმ ფაკულტეტისა და ადმინისტრატორების უფლებამოსილების შემცირება, რომლებიც „სტიპენდიებზე მეტად, აქტივიზმზე არიან კონცენტრირებული“.

ჰარვარდის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორთა ასოციაციის განყოფილებამ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

„ის, რასაც პრეზიდენტი უნივერსიტეტებისგან ითხოვს, არაფრით ჩამორჩება ავტორიტარიზმს”, – თქვა ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორმა, ნიკოლას ბოუიმ.

აღნიშნული ცვლილებები ფედერალური სამუშაო ჯგუფის უახლესი ინიციატივაა „ანტისემიტიზმთან საბრძოლველად“. ის დაინერგა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტს ქვეყნის მასშტაბით აქციები მოჰყვა.