აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანტისაიმიგრაციო ბრძანების წინააღმდეგ. ტრამპს სურდა იმ პროგრამის გაუქმება, რომელიც ასობით ათას ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პროგრამა DACA-ს გაუქმება უკანონოდ ცნო. აღნიშნული პროგრამა დეპორტაციისგან იმ ადამიანებს იცავს, რომლებიც აშშ-ში ბავშვობაში უსაბუთოდ ჩაიყვანეს და რომლებიც იქ აგრძელებენ ცხოვრებას. პროგრამა მხოლოდ მათ ეხება, ვინც აშშ-ში 2007 წლიდან ცხოვრობს.
ტრამპის ადმინისტრაცია 2017 წლიდან ცდილობს შეცვალოს ობამას პერიოდში დანერგილი ამგვარი პოლიტიკა.
უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა წინა ინსტანციების განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციამ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცედურო მოქმედებები, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის მოქმედებები ვერ იქნება „თვითნებური, არაპროგნოზირებადი, უფლებამოსილების ბოროტად გამომყენებელი ან კანონთან შეუთავსებელი“ ან „არსებითი მტკიცებულებებით გაუმყარებელი“.