დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.
ვაშინგტონის მერმა ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. კომენდანტის საათი ერთი დღით, 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
?? საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ — ქ. ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დღეს საღამოს 6:00 საათიდან ხვალ დილის 6:00 საათამდე აკრძალა ქუჩაში გადაადგილება❗️
Posted by Embassy of Georgia to the United States on Wednesday, January 6, 2021