ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ

პუბლიკა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი „მის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემდეგ უსაფრთხოდაა“.

„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა.

მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში.