ტრამპის თქმით, ის ამერიკაში TikTok-ის აკრძალვის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტი,  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გეგმავს შაბათს გააფორმოს აკრძალვის დოკუმენტი, რაც ჩინური აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი ამბობს რომ ამ ნაბიჯით დაიცავს ამერიკის მოსახლეობის პერსონალურ ინფორმაციას.

ოპულარული სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით უკვე დააჯარიმეს.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სოციალური ქსელი TikTok არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. კონკრეტულად ინახავდა ბავშვების სახელებს, მათ ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს. აშშ-ის სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, TikTok-ის ჯარიმა ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საქმეზე რეკორდულია.

TikTok ამჟამადაც ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის.  მისი ღირებულება $75 მილიარდს აღემატება.