აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდება რუსეთთან მოვაჭრე ყველა ქვეყანას.
ტრამპის თქმით, შესაძლოა, სიაში ირანიც მოხვდეს.
„როგორც იცით, ეს ჩემი შეთავაზებაა. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა. შეიძლება, ამას ირანიც დაემატოს“, – თქვა მან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 642.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, რუსეთში ექსპორტი 2025 წელს 19.2%-ით შემცირდა და 129.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 11.8%-ით 512.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.