ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთთან უფრო იოლია ურთიერთობა, ვიდრე უკრაინასთან

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან. ის ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ფლობს „ყველა კარტს“.

მისივე თქმით, პუტინის პოზიციაზე „ნებისმიერი“ დაბომბავდა უკრაინას ბრძოლის ველზე არსებული დინამიკის გათვალისწინებით. და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის თქმით, მას სურდა უკრაინის დახმარება, მან თქვა, რომ კიევს სჭირდება რეაგირება და მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

„უკრაინასთან, გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო რთულია ურთიერთობა და მათ არ აქვთ კარტები“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებითვე, ახლა რუსეები „ჯოჯოხეთურად ბომბავენ უკრაინას“.

„საბოლოო შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით, შეიძლება უფრო ადვილი იყოს რუსეთთან ურთიერთობა, რაც გასაკვირია, რადგან მათ აქვთ ყველა კარტი“, – თქვა ტრამპმა.

მანამდე, პარასკევს ტრამპი რუსეთს დაემუქრა ახალი სანქციებით რუსეთს, რადგან ის უკრაინაში დიდი მასშტაბის დარტყმებს ახორციელებს. თუმცა ოვალურ კაბინეტში განსხვავებულად ისაუბრა და თქვა, რომ პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს.

კითხვაზე, თუ სჯერა პუტინის, როცა ამბობს, რომ მშვიდობა სურს, ტრამპი პასუხობს: „დიახ… მე მჯერა მისი“.