ტრამპმა ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემოღებული საგანგებო რეჟიმი მიზნად ისახავს, „წინააღმდეგობა გაუწიოს განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ის ეკონომიკისთვის, რომელსაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული მავნე საგარეო საქმიანობა“.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„ამიტომ 2021 წელს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა რამდენიმე სხვა ბრძანებით, 2025 წლის 15 აპრილის აპრილის შემდეგაც  გაგრძელდება. მე ვახანგრძლივებ ამ რეჟიმს კიდევ ერთი წლით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.