ტრამპმა და ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის დროს იკამათეს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. ტრამპმა ზელენსკი ამჯერად უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

შეხვედრის გამწვავებამდე ზელენსკიმ თქვა, რომ იმედოვნებს, აშშ-უკრაინის შეთანხმება იქნება „პირველი ნაბიჯი უკრაინის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების უსაფრთხოების რეალური გარანტიებისკენ“. რადგან ზელენსკი იმედოვნებს, რომ ის მოიცავს როგორც აშშ-ის, ასევე ევროპის მხარდაჭერას.

ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ არ წასულიყო „არავითარი კომპრომისზე მკვლელთან“ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ის ან დადებდა შეთანხმებას ან აშშ „გავიდოდა“. მანამდე ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინს ესაუბრა „რამდენიმე დღის წინ“ და დასძინა, რომ მიაჩნია, რუსეთის პრეზიდენტს შეთანხმების დადება სურს.

„ჩვენ ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას. ნუ გვეტყვით რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ ეს გვიკარნახოთ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ზელენსკი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია.

კამათში ჩაერთო ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელმაც თქვა, რომ რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, არის ამერიკის დიპლომატიაში ჩართვა და რომ „სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი“.

მაგრამ ზელენსკიმ საპასუხოდ თქვა, რომ პუტინმა არაერთხელ დაარღვია სხვა ქვეყნებთან შეთანხმებული წინა შეთანხმებები „მაშ რა დიპლომატიაზე ლაპარაკობთ?“ – მიმართა მან ვენსს.

ამან გამოიწვია ვენსის აფეთქება და დაადანაშაულა ზელენსკი „უპატივცემულობაში“ და „პროპაგანდისტული ტურების“ ორგანიზებაში. ტრამპი ჩაერია და თქვა:

„ნუ გვეტყვით რას ვიგრძნობთ, თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ მიკარნახოთ რას ვიგრძნობთ…თქვენ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ… თქვენ არ გაქვთ „კარტები“ ახლა ჩვენთან. თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებ ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“.