ტრამპმა გენ. პროკურორობისა და სახელმწიფო მდივნის კანდიდატები დაასახელა

პუბლიკა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის კანდიდატია.

მარკო რუბიო 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა.

ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატი დაასახელა – ამ თანამდებობაზე განიხილება რესპუბლიკელი მეთ გეცი. კანდიდატად მისმა წარდგენამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 2020 წელს მის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება სავარაუდო სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე. კერძოდ, მას ბრალი ედებოდა ფულის სანაცვლოდ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში. გეცი ბრალდებებს უარყოფს. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება აღარ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ეროვნული დაზვერვის დირექტორს, განიხილება ტულსი გაბარდი, რომელიც ერთ დროს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო – მას აქვს ანტისაომარი შეხედულებები მოსკოვის სასარგებლოდ და უპირისპირდება აშშ-ს, უკრაინისა და სირიის საკითხებში მონაწილეობას. ამასთან, ის ხშირად მიუთითებს, რომ აშშ-მ გამოიწვია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. არჩევის შემთხვევაში, ის $70-მილიარდიან დაზვერვის სამსახურს ჩაიბარებს.