ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.
“აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გაფართოვდა 13661, 13662 და 14065 ბრძანებებით, ასევე დამატებითი ზომებით 13685 და 13849 ბრძანებებში, უნდა გაგრძელდეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგაც.
ამიტომ, ეროვნული საგანგებო მდგომარეობების აქტის (50 U.S.C. 1622(d)) შესაბამისად, მე ვაგრძელებ 13660-ით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 1 წლის ვადით.
ეს განცხადება გამოქვეყნდება ფედერალურ რეესტრში და გადაეცემა კონგრესს”. ვკითხულობთ დონალდ ტრამპის ბრძანებაში, რომელიც დღევანდელი დღით თარიღდება.