აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული გემების შესვლის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. დოკუმენტს ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოეწერა.
აშშ-ის პორტებში რუსული გემების შესვლა პირველად ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აკრძალა.