„კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას” – ამ განცხადებას USA2GEORGIA ავრცელებს.
„გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია – შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. (იხ. https://www.usa2georgia.com/submit) კომპანიის მენეჯმენტი პირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება”.
-აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში თავად ფარავდნენ ტრანსპორტირების ფასთა შორის სხვაობას, თუმცა მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი ფასბეი მათ ამის საშუალებას აღარ აძლევთ.