ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, აჭარის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 6 ბაზარი და 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ფერაძის შეფასებით, „ამ მიმართულებით, გარკვეულწილად, დამაკმაყოფილებელი იყო ვითარება“.
ბექა ფერაძის ინფორმაციით, დაახლოებით, 150 ობიექტს 3 დღის განმავლობაში ზედამხედველობდა შესაბამისი საზედამხედველო ორგანო.
„მოხდა მათი გაფრთხილება და გეგმიური მონიტორინგი. რაც შეეხება ბარებს, კლუბებს, რესტორნებს და კვების ობიექტებს – ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება არის დამაკმაყოფილებელი.
რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს და ზოგადად სავაჭრო ობიექტებს, ჩვენი მრიდან გადამოწმდა მსხვილი სავაჭრო ქსელები, ისვე როგორც სხვადასხვა სასურსათო მაღაზია. შემოწმებით დადგინდა, რომ 8 ასეთი ობიექტი შევამოწმეთ, საიდანაც დაჯარიმდა ერთი ბიზნესსუბიექტი. სხვა მიმართულებით, აღნიშნულიდან მცირეოდენი ხარვეზებია, სადაც განხორციელდა გაფრთხილება“, – განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძრვანელმა.
ბექა ფერაძემ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაცდომებზეც ისაუბრა.
„ყველა ვხედავთ პირბადის პირბადის გამოყენებისგან თავის არიდებას, ამიტომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, მერიის ზედამხედველობის და შრომის ინსპექციის მიერ 3 დღის განმავლობაში 927 ერთეული ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა ფერაძემ.
რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, ფერაძის თქმით, აჭარაში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა. ქვეყანაში ჯამში დაჯარიმებულია 20 ბიზნესსუბიექტი.
„დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ტარდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. არის ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციები. ეს საკითხები უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლა და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ“, – განაცხადა ფერაძემ.