თსუ-ის პროფესორთა ნაწილი ჩიქობავას შესახებ სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას შესახებ საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ ჩიქობავას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და ასევე სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნება როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის, ისე თავად აკაკი ჩიქობავასთვის, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრისთვის. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. თბილისი, კ. კეკელიძის #1-ში მობინადრეთა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. ახალგაზრდების ნაწილი შეეცადა აღნიშნული პროცესის შეჩერებას. არიან დაკავებულები, მათ შორის, ისტორიის დოქტორი, თსუ მოწვეული ლექტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალური რესურსების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩიქობავა.

მოგახსენებთ, რომ აკაკი ჩიქობავა ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერია; არის რამდენიმე მონოგრაფიისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი; მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები; აქვს საყურადღებო ნაშრომები უცხოურ ენაზე; მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; მისი საავტორო საგნები ჩართულია თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში; ხელმძღვანელობს სტუდენტებს საბაკალავრო და საკონფრენციო ნაშრომების მომზადების პროცესში.

ისტორიის დოქტორი აკაკი ჩიქობავა, როგორც ლექტორი, დიდი ავტორიტეტით, პატივისცემითა და პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებს და კოლეგებს შორის. ისტორიის დოქტორ აკაკი ჩიქობავას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და ასევე სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნება როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის ისე თავად აკაკი ჩიქობავასთვის, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება”, – ნათქვამია მიმართვაში. 

უნევერსიტეტის აკადემიური პერსონალი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად პეტიციასაც ავრცელებს.

ხელმომწერები:

  1. თედო დუნდუა – პროფესორი
  2. აპოლონ თაბუაშვილი – ასოცირებული პროფესორი
  3. ალექსანდრე ბოშიშვილი – ასისტენტ პროფესორი
  4. დიმიტრი შველიძე – პროფესორი
  5. ლერი თავაძე – ასისტენტ პროფესორი
  6. ნათია ფიფია – ასისტენტ პროფესორი
  7. ზაალ გოგენია – ასისტენტ პროფესორი
  8. რევაზ აბაშია – ასისტენტ პროფესორი
  9. როზენ გუჯეჯიანი – ასოცირებული პროფესორი
  10. ნ. პოპიაშვილი – მოწვეული პროფესორი
  11. ფიქრია ვარდოსანიძე – მოწვეული ლექტორი
  12. ნინო კვირიკაშვილი – მოწვეული ლექტორი
  13. სოფიო პაპიაშვილი – მოწვეული ლექტორი
  14. ლევან სილაგაძე – ასოცირებული პროფესორი
  15. პავლიკა ჯაგუნავა – მოწვეული ლექტორი
  16. გიორგი ჯღარკავა – მოწვეული ლექტორი
  17. ლევან ბებურიშვილი – ასისტენტ პროფესორი
  18. ზვიად მურადაშვილი – დეკანის მოადგილე
  19. თეა მეფარიშვილი – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  20. თინათინ ჩოლოყაშვილი – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  21. სალომე ჯანგავაძე – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  22. ანი ბანეთიშვილი – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  23. მარიამ ბაკურიძე – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  24. სოფიო ძნელაძე – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  25. ეკატერინე ანდღულაძე – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  26. ჭაბუკა მეტონიძე – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  27. თეა კალანდია – თსუ ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი
  28. გიული კალატოზიშვილი – დეკანის თანაშემწე, ენების სასწავლო ცენტრი.
  29. გვანცა დალაქიშვილი – მოწვეული ლექტორი
  30. გვანცა ფხაკაძე – მოწვეული ლექტორი
  31. თეიმურაზ გვიმრაძე – ასოცირებული პროფესორი.
  32. ანნა ბერიშვილი – თსუ-ლაბორანტი
  33. სალომე მელაძე – დოქტორანტი
  34. ზაზა სხირტლაძე – პროფესორი
  35. ბორის კომახიძე – თსუ აკადემიური ასისტენტი
  36. ეკატერინე კვირკელია – თსუ ბიბლიოთეკარი
  37. მერაბ კალანდაძე – პროფესორი
  38. ნინო სილაგაძე – ასოცირებული პროფესორი
  39. მაია ანდრონიკაშვილი – ასოცირებული პროფესორი

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე ოჯახის მხარდამჭერებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.