თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ covid-19 დაუდასტურდა, – ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.
მათი ცნობით, სტუდენტი გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს.
„თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, ინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებსა და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.