თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

დარეგისტრირებულია 160 დამოუკიდებელი კანდიდატი. სტუდენტები 6 ფაკულტეტიდან 120 დელეგატს აირჩევენ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, მათ 18 299 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი წარმოადგენს.

მედიცინის ფაკულტეტისა და ტურიზმის სკოლის გარდა, ყველა სხვა ფაკულტეტზე I და II კურსებიდან აირჩევა 7-7, ხოლო III და IV კურსებიდან – 3-3 დელეგატი.

მედიცინის ფაკულტეტზე 3 დელეგატი აირჩევა I კურსიდან, 3 – II კურსიდან, 2 – III კურსიდან, 2 – IV და V კურსებიდან, ხოლო ტურიზმის სკოლიდან 3 დელეგატი აირჩევა I კურსიდან, 3 – II კურსიდან, 2 – III კურსიდან და 2 – IV კურსიდან.

ხმის მიცემის პროცესი 18:00 საათზე დასრულდება.