თსუ-სთან, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს, საპოლიციო ძალები მელიქიშვილის გამზირიდან მივიდნენ ტერიტორიაზე და იქ განლაგდნენ.

ამასთან, როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციელები ჭავჭავაძის გამზირზე გვერდითა ქუჩებიდან ჩადიან – მათი გამოჩენის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.

განახლება: თსუ-სთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ეტაპობრივად ზედა ქუჩებზე გადაინაცვლეს და რამდენიმე ჯგუფად გაიფანტნენ. მელიქიშვილის დასაწყისში ტექნიკა და რობოკოპები უკან დაბრუნდნენ. პოლიციელთა ნაწილმა ჭავჭავაძეზე მსვლელობით იარა. გავრცელებული ინფორმაციით, გამზირზე ერთი ადამიანი დააკავეს.

მანამდე აქცია პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ ძალადობრივად დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე, გამოიყენა გაზის კაფსულებიც. აქციამ მოგვიანებით მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირიდან „რობოკოპებმა“ და სპეცტექნიკამ ტერიტორია დატოვა.