თსუ სწავლას 14 სექტემბერს დისტანციურად დაიწყებს

პუბლიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლას 14 სექტემბერს დისტანციურად (ონლაინ) დაიწყებს. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით,  Covid-19-ით გამოწვეული სიტუაციის გამო, ცვლილებები შევიდა სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატში.

„იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები 14 სექტემბრიდან სრულად იწყებენ სწავლას დისტანციური მეთოდით;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს დაიწყებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

ინფორმაცია სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განთავსებულია LMS.TSU.GE-ზე.