დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უკვე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა იყრის თავს და ეს წარმოადგენს მომატებულ რისკს ინფექციის გავრცელების. ამიტომაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდნენ ინფიცირებული აბიტურიენტები. საამისოდ შემუშავდა რეკომენდაციები.
კოვიდის საბოლოო დადასტურებული შემთხვევა ითვლება მაშინ, თუ ლაბორატორიულად დასტურდება კოვიდი, ლაბორატორიულად ანუ მხოლოდ და მხოლოდ მოლეკულური ტექნოლოგიით, რასაც PCR ტესტს ვეძახით. თუ დაუდასტურდება აბიტურიენტს ლაბორატორიულად, რა თქმა უნდა, არ დაიშვება გამოცდაზე.
თუ რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები – სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა, ხველა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და მისი რჩევით იქნება გამოკვლეული. ამ აბიტურიენტებისთვის კვლევა იქნება უფასო და ამისთვის არანაირი ფინანსური ტვირთი არ ექნებათ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.