თუ ადამიანის სიცოცხლეს იმ წამს არ ემუქრება რაღაცა, გარისკვა არ არის მიზანშეწონილი - გომელაური

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში, შოვში ჩავიდა. მან ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე, ტ რატომ შეწყდა სტიქიის ღამეს სამაშველო ოპერაცია.

„რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები.

ვერტმფრენს შეუძლია აფრენა, მთებში არის რისკის ფაქტორი. შეუძლია ღამე აფრინდეს, თუ კარგი ამინდია, ვთქვათ ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს ან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს. რელიეფს გააჩნია, თუ არის მთა-გორიანია, თუ მართლა რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლიათ იქაც გარისკონ“ – თქვა მინისტრმა.