თუ ამ ეპიდსიტუაციით ვივლით, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში „კომენდანტის" ცვლილებაზე შესაძლოა ვიზრუნოთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, შესაძლოა, რომ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ე.წ. კომენდანტის საათზე გარკვეული ცვლილებები განიხილონ.

„კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე. [ვითარება] კი, გაუარესდა ბოლო 1 კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის. თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან დიდი იმედით. და მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შესაძლოა იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის მთავარი მოწოდება რეკომენდაციების შესრულებაა.


24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.