თუ აქვს რესურსი მაშინ ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსიტუციის უხეშ დარღვევაზე - კობახიძე ჰერჩინსკიზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ რეჩინსკის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. ის ამბობს, რომ საქართველოში სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელია არა რომელიმე ქვეყნის ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება.

„მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ევროკავშრის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა აქ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. თუ აქვს მას რესურსი მაშინ ააღებინოს ხელი პრეზიდენტს კონსიტუციის უხეშ დარღვევაზე. მე მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში კი ყველამ უნდა გვაცალოს ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბმაისი კონსტიტუციური ორგანოები, “- თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.