თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან მოგვადგა - წილოსანი

პუბლიკა

მასალა განახლებულია

გადაცემა „დროების“ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, „ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები: „ვიგინდარა, სამარცხვინო“ და ა.შ., დეპუტატი ნინო წილოსანი პასუხობს:

მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – ამბობს წილოსანი.

ჟურნალისტის დამაზსუტებელ შეკითვაზე: „პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?“

წილოსანი პასუხობს: „ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი, მაგას ვამბობ“.

ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მისი ამ განცხადების შესახებ მომზადებული ფოტო განათავსა და განაცხადა, რომ ციტატა მანიპულაციაა.

„ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან“ – ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი! პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?“, – წერს წილოსანი ამ პოსტის კომენტარში.

„პუბლიკა“ ნინო წილოსანთან დაკავშირებას ცდილობს.