თუ არ გაქვთ ზამთრის საბურავები, თავი შეიკავეთ ავტომანქანით გადაადგილებისგან - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქში და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები  გრძელდება. მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით კაკულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.

„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებსა და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს  ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.

მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.

თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.

მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.