პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გაგრძელდება და შეზღუდვებიც მოიმატებს, პარტიებმა არჩევნების გადადებაზე უნდა იფიქრონ. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ მმართველ პარტიას აძლევს ხელს.
„თუ ასე გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე. იმიტომ, რომ ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ჰყავს ადგილებზე პოლიცია, სუს-ი, კუდ-ი, გამგეობა და ა.შ. რომლებიც პირდაპირ, ვერტიკალით აძლევენ დავალებებს ქვეშევრდომებს, რო იმოქმედონ ისე, როგორც ხელისუფლება საწყობს. ხოლო ოპოზიცია აბსოლუტურად მოკლებულია ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მან არ იცის სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრება არჩევნების გადადების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზციური ჩატი და ამ ჩატში დავიწყებთ თემის განხილვას. არ გამოვრიცხავ ამას საგანგებო შეხვედრაც მივუძღვნათ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.