„თუ ჩვენ ფაშისტები ვართ, მაშინ ილია ჭავჭავაძეც ფაშისტი ყოფილა" - სანდრო ბრეგაძე პარტიის ყრილობაზე

პუბლიკა

„ქართულმა მარშმა“ დღეს პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა. პარტიის სახელი იქნება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა”.

ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის წესდება. ასევე, აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრები.

პარტიის თავმჯდომარე იქნება სანდრო ბრეგაძე;

გენერალური მდივანი – ირაკლი შიხიაშვილი.

თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი გიგაური;

პოლიტსაბჭოს წევრები იქნებიან: ლაშა ამირეჯიბი, ზაზა ჯალაღანია, გიორგი ონიანი, მამუკა ჩოქური, ბესო ქარცივაძე, ირაკლი მარანელი, პაატა ელიზბარაშვილი, კახა კობახიძე, ანზორ ფორჩხიძე, ერმილე ნემსაძე, ნინო თევდორაძე, უჩა გუგუჩია და სხვები.

„თუ ჩვენ ფაშისტები ვართ, მაშინ ილია ჭავჭავაძეც ფაშისტი ყოფილა და ყველა ის დიდი ქართველი მამულიშვილი, რომლის ნაკვლევზეც ჩვენ გვინდა რომ ვიაროთ. ბევრი მეუბნება, რომ თქვენი გვეშინიაო, ქართველებს ჩვენი არ ეშინიათ, ქართველებს ჩვენ ვუყვარვართ, ხოლო ვისაც ეშინია, სწორადაც ეშინია, რადგანაც მალე დადგება მათი განკითხვის დღე”, – ამ სიტყვებით დაასრულა სანდრო ბრეგაძემ თავისი გამოსვლა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

  • მარშის პარტია 8

  • მარშის პარტია 5

  • მარშის პარტია 3

  • მარშის პარტია 2

  • მარშის პარტია 4

  • მარშის პარტია 1

  • მარშის პარტია 6

  • მარშის პარტია 7








  • 01
    /