თუ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ 2 კვირაში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  გარკვეული პარამეტრებით ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე არის პიკში. მისი თქმით, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელება უნდა შემცირდეს.

„დღეს ჩვენ გვქონდა დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდიალიანობის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა 2 კვირით ჩამორჩება ზრდის მაჩვენებელს. გარკვეული პარამეტრებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ვართ პიკში. თუ ყველაფერს ისე დავიცავთ, თუ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ, სადღაც ამ 2 კვირის განმავლობაში ინფექციამ უნდა დაიწყოს უკუსვლა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.