„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისნის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტებთან შეაფასა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ისნის ოლქში ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთიანი კანდიდატია. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, ვაშაძემ დაარღვია შეთანხმება. ბეჟაშვილის განცხადებით, საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის მაჟორიტარად წარდგენა შეთანხმებული არ ყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრების ფორმატთან, რაც, მისი თქმით, გაუმართლებელია.
„ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი. მე ცხოვრებაში არც ერთი შეთანხმება არასოდეს დამირღვევია. ამ შეთანხმებებში სხვა პოლიტიკური პარტიებიც მონაწილეობდნენ და მათთაც შეგიძლიათ ჰკითხოთ შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით. არადროს ჩემს სიტყვას არ გავტეხ. არასოდეს არც ერთ შეთანხმებას არ დავარღვევ. იმავეს მოლოდინი მაქვს ყველასგან. თუ ენმ შეეცდება ამ შეთანხმების დარღვევას, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ამომრჩეველი ნახავს და შეაფასებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა პროცესი. შეთანხმება არ დამირღვევია. მე ისანში დავდექი არა როგორც რაღაც გაერთიანების ან რომელიმეს წარმომადგენელი, არამედ, როგორც გიორგი ვაშაძე კანდიდატურა. ეს ყველამ იცის.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ვაშაძის კომენტარს ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.