უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ეპიდვითარების დასტაბილურება არსებული ტემპით გაგრძელდა, 4 ოქტომბრიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება.
„იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები“, – განაცხადა ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 192 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.
12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.