პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დასკვნის შესახებ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ მომდევნო 6 თვე ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო 1 წელი, საზოგადოებისგან პასუხს მიიღებს ხელისუფლება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია – რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია“.
მისივე თქმით, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარსა და პარტნიორს, „ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!“.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკომისიამ შემდეგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.