თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს - გამყრელიძე

პუბლიკა

„თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდგომ.

„ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია. მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს, აღსრულება ყველანაირი ტიპის შეზღუდვის – თავშეყრები იქნება, ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ.

ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით, PCR  ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ და თუ ყველაფერი ეს და კიდევ რამდენიმე წინადადება იქნა წარდგენული, არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება წინადადებები სერიოზული შეზღუდვების დაწესებაზე ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველა პარამეტრითა და ინდიკატორით არის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა.