თუ გაზს რუბლში შეიძენთ, ეს ნიშნავს ერთი ხელით უკრაინას ეხმარებოდე, მეორეთი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე პუტინის ინიციატივას ეხმაურება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, თუკი ისინი პუტინის მოთხოვნის შესაბამისად რუსულ გაზსა და ნავთობს რუბლში შეიძენენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს დაეხმარებიან უკრაინელების ხოცვაში.

„თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეიძენს, ეს ნიშნავს, რომ ერთი ხელით უკრაინას ეხმარებოდე, მეორეთი კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გააკეთეთ ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი“,- წერს კულება.