თუ იქნება პროვოკაცია ან დაიწყებენ რუსეთის მოქალაქეთა ხოცვას, ჩვენ ვუპასუხებთ უკრაინას - ჩიჟოვი

პუბლიკა

ევროკავშირში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას, თუკი რაიმე „პროვოკაცია“ არ მოხდება; ამ შემთხვევაში კი, რუსეთს ექნება უფლება, რომ სათანადო პასუხი გასცეს.

„ჩვენ არ შევიჭრებით უკრაინაში, თუ ამისი პროვოცირება არ მოხდა“, – ამბობს ჩიჟოვი The Guardian-თან. „თუკი უკრაინელები თავს დაესხმებიან რუსეთს, გასაკვირი არ იქნება, რომ ჩვენ მათ კონტრშეტევით ვუპასუხებთ. ან თუ ისინი დაიწყებენ რუსეთის მოქალაქეების შეუბრალებელ ხოცვას, დონბასში ან სადმე“, – აცხადებს ჩიჟოვი.

რუსეთი უარყოფს მის მონაწილეობას დონბასში მიმდინარე კონფლიქტში და იქ წარმოქმნილი ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარდაჭერას. თუმცა, ჩიჟოვის თქმით, თუ უკრაინა მიმართავს იარაღს დონბასში მყოფი სეპარატისტებისკენ, ეს რუსეთის მიერ პროვოკაციად შეფასდება.

„პროვოკაციაში მე ვგულისხმობ, რომ მათ [უკრაინელებმა] შეიძლება მოაწყონ და დადგან რაიმე ინციდენტი თვითაღიარებულ რესპუბლიკებში, მოახდინონ მათი პროვოცირება შემდეგ კი მთელი ძალებით დაესხან თავს. ეს თავისთავად გამოიწვევს რუსეთის პროვოცირებასაც და იმოქმედებს, რომ აირიდოს თავის საზღვრებთან ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აცხადებს ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელი ბრიტანულ გამოცემასთან.