თუ მოვეშვებით, შეიძლება, ავიჭრათ 5-8 000 და კიდევ მეტ ახალ ინფიცირებულ შემთხვევაზე – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საშიშროება იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ჩვენ  უკვე ბოლო სამ დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ორჯერ გვქონდა უკვე 30-30 შემთხევევა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია ვიდრე იდენტიფიცირებულია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ამას ვითავისებთ. პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება.

რამდენჯერმე ვილაპარაკეთ პროგნოზებზე –  თუ ამ ტიპით წავალთ, როგორც დღეს არის, ე.წ. დისტანცირებისა და მოჭერის ღონისძიებები, შეიძლება მაისის 10- ისთვის, 2000 – 2 5000 აქტიური შემთხვევა გვქონდეს, თუ ოდნავ მოვეშვით, რაც ჩანს, რომ თანდათან ვეშვებით ხოლმე და ეს მეტად მოსალოდნელია მომდევნო 4 დღის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5-7-8 000 და კიდევ მეტი ახალი ინფიცირებულ შემთხვევაზე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.