„16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს”. – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ღონიძიებები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და ამ პროცესს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“ უწოდა.
დეტალურად, რას გულისხმობს ახალი აკრძალვები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.