„თუ მწვანე გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი ... კომიკურად გამოიყურება“ | სარჯველაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა კომენტარი, რომ არცერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება. შესაბამისად, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ.

… თუ მწვანე გზებით და ა.შ. ტყე-ტყე არის ნასიარულევი, რა ვიცი, ესეც ძალიან კომიკურად გამოიყურება ხომ, არ ვიცი … მართლა უცნაური სიტუაციაა. ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთი მანიპულაციებით ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, კომედიური ჟანრის იმას ემსგავსება…”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მიხეილ სააკაშვილმა დილიდან ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის ბათუმში იმყოფება. შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილს „საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს“.