თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვება, ჩავთვლით, რომ ბრალდებები აღარ არსებობს | თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში.

„მე კიდევ ერთხელ მივმართავ, განსაკუთრებით ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვისი მთავარი არგუმენტიც არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით გახლდათ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მათ აიღონ პასუხისმგებლობა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში და ბრალდებები დაადასტურონ ფაქტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი კომისიის საქმიანობა დასრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ბრალდებები უბრალოდ აღარ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.