თუ პრეზიდენტი თავს შეიკავებს შეწყალებისგან, გამოდის, შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს - ცაავა მამალაძეზე

პუბლიკა

მიამჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ ისეთი დაფრანგულობის გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკმაყოფილებლად, მაშინ, როდესაც ის ამბობდა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას გმობს, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება”, – ამის შესახებ მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრე ცაავამ განაცხადა.

„სწორედ ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი დაფრანგულობის ფორმარტში, როგორც მე მას მივმართე. გამოდის, რომ ეს არის დადგუმლი სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას მორალური პასუხიმგებლობა, იშუალომდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი”, – ამბობს ცაავა.

მისი თქმით, საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში, არსებობს ალტერვატივა. მისი თქმით, საპატრიარქოს შეუძლია წერილი მისწეროს იუსტიციის მინისტრს. „ვინაიდან მიზეზი შუამდგომლობისა იყო [მამალაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით, შემდეგ ის ისევ უბრუნდება დაწესებულებას.

თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა. მაგრამ თუ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროსაც არ მიმართავს, და პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აჰკიდებს, როცა ზურაბიშვილი ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისკენ, გამოდის, რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როცა პატრიარქისა და სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს არამარტო პარტიარქს, არამედ მთელ სინოდსა და მართლმადიდებელ ეკლესიას”,  – ამბობს პეტრე ცაავა.