იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, წყვილი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობას 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს.
შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს „ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
- იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
- იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს.