საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, თუკი რუსეთს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას მისცემენ, ის შეიძლება ამის შემდეგ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაემუქროს, მათ შორის, საქართველოსა და ყაზახეთს.
მაკრონის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი იქნება ახალი „იმპერიული ძალა“ ევროპაში და საფრთხეს შეუქმნის კონტინენტს.
„რადგან სწორედ იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის გამოვლინებაა ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს“, – თქვა მაკრონმა BBC-ის ეთერში.
ამიტომ, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი და სხვა ქვეყნების ვალია, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდეგი თქვე კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უკრაინა ცდილობს კონტრშეტევით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.
ასევე მაკრონის თმით, „ჯერჯერობით არ მოსულა დრო“, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. თუმცა მისი აზრით, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ერთ დღეს შეიქმნას სამართლიანი მოლაპარაკების შესაძლებლობა.