„თუ სააკაშვილი შემოსულია, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია“ - ელენე ხოშტარია

პუბლიკა

„თუ [სააკაშვილი] შემოსულია, ჩამოშლილია „ქართული ოცნება“, –  ამის შესახებ პარტია „დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, აქ არის, არ არის. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში. ამ საკითხზე ყველაზე არის პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაზე“. თუ შემოსულია, ნუ ჩამოშლილია „ქართული ოცნება“, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ, მაგრამ ნუ, ეს არ არის სიახლე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ორი დღე გავიაროთ მშვიდობიანად და ყველა დავემორჩილოთ ხალხის ნებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.


დღეს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ ის ბათუმშია. მოგვიანებით მან ისევ გაავრცელა ვიდეო და ხალხს მოუწოდა მობილიზებისკენ. მისი თქმით, ის 3 ოქტომბერს თბილისში იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილს სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.