თუ საჭიროება იქნება, სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება. 700-მდე ავტობუსი გვყავს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში თბილისში არსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება.

„ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია და ნორმალური ცხოვრების პირობებში ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. თუ ამის საჭიროება იქნება, დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.


კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება.