„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას და სალომე სამადაშვილის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ბარამიძის თქმით, სამადაშვილი ამ საღამოს არ წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ნაბიჯი არ გამოხატავდა პარტიის პოზიციას.
მისი პოსტის ქვეშ ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარის საპასუხოდ გია ბარამიძემ დაწერა, რომ სალომე სამადაშვილმა ფაქტობრივად დატოვა და გაემიჯნა პარტიას, ხოლო თუ ის ამას ოფიციალურად არ იზამს, გია ბარამიძე მხარს დაუჭერს სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს.
ბევრი ენმ წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის…
Posted by Giorgi Baramidze on ორშაბათი, 19 აპრილი, 2021