ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს პირობები, მათ შორის, 2024 წელს უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და საგარეო პოლიტიკა მოიყვანოს ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში, კონკრეტულად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილში.
„ევროკომისიის რეკომენდაცია, დასახელდეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია.
საქართველოს ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები.
სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილი.
თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციასთან თანხვედრა – კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ. მოხარული ვიქნები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი პოზიტიური სვლის ხილვით, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს“, – წერია რიშის განცხადებაში, რომელიც 8 ნოემბერს გავრცელდა.