თუ სისტემა სააკაშვილის ციხეში სიკვდილს დაუშვებს, რთული იქნება თქმა, რომ სრულდება პირობები - ლექსმანი

პუბლიკა

ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა – ედუარდ სააკაშვილმა, სანდრა რულოვსმა და გიული ალასანიამ ევროპარლამენტარებთან ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

ევროპარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მირიამ ლექსმანმა თქვა, რომ ევროპარლამენტი, სააკაშვილისა და გვარამიას საკითხს, სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს დაუკავშირებს.

„თუ სისტემა დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილს და არსებობს იურიდიული საფუძველი მისი გამოშვებისა, იმისთვის, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ძალიან რთული იქნება შემდეგ ჩვენთვის იმის თქმა, რომ იმ პირობებს, რომელიც წაყენებული აქვს მას.

მინდა ასევე ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშიც წერია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.

რასაკვირველია, მხოლოდ ეს ორი საქმეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროპარლამენტის წევრები გაანალიზებენ არსებულ სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რადგანაც ის ძალიან დამძიმებულია, ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისთვის ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ ორი საკითხის გადაჭრას, როგორც ერთ-ერთ პირობას“, – განაცხადა ლექსმანმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].